მკვლელობა ფიქრის გორაზე - პოლიციამ ერთ-ერთი ფიგურანტის სახლი გაჩხრიკა

18.09.21 20:34
მკვლელობა ფიქრის გორაზე - პოლიციამ ერთ-ერთი ფიგურანტის სახლი გაჩხრიკა

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა - "შაბათის ეთერმა" საზარელი დანაშაულის სავარაუდო მონაწილის, გიორგი კავილაძის მამა ჩაწერა. კონსტანტინე კავილაძე​ "ტვ პირველთან" ადასტურებს, რომ მის საცხოვრებელ სახლში საპოლიციო ძალები იმყოფებოდნენ. 

"პოლიცია აქაც იყო და შემდეგ იქაც დავიკითხე"- აცხადებს იმ ახალგაზრდა მამაკაცის მამა, რომელსაც ფიქრის გორაზე მომხდარი მკვლელობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. 

ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე ორი პირი იძებნება. 

22 წლის ნიკა კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის ფიგურანტებზე ექსკლუზიური ინფორმაცია "ტვ პირველმა" ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა. 

წყარო საგამოძიებო ორგანოდან "პირველებს" უყვებოდა, რომ გომელაურის უწყება კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძეს ეძებს. 

ჭელიძეების კუთვნილი სახლი, მოსეშვილის ქუჩაზე დაკეტილი. "პირველებმა" გუშინვე გაავეცელეს ინფორმაცია, რომ  იძებნება საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ნათლულიც, გიორგი კეველაძე, რომელიც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ფიქრის გორაზე იყო. 

არსებული ინფორმაციით საქმის სავარაუდო ფიგურანტებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.

მსგავსი სიახლეები