რა დამატებითი საფრთხეების წინაშე შესაძლოა, აღმოჩნდეს დიდთოვლობის შემდეგ რეგიონები - მომავალი ორი კვირა კრიტიკული იქნება

27.02.25 20:21
რა დამატებითი საფრთხეების წინაშე შესაძლოა, აღმოჩნდეს დიდთოვლობის შემდეგ რეგიონები - მომავალი ორი კვირა კრიტიკული იქნება

წყალწმინდაც და წითელმთაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიურად საშიშ ზონად ჯერ კიდევ გასულ წელს აქვს მონიშნული. სტიქიური კატასტროფის წინაშე შესაძლოა, დასახლებები თოვლის დნობის შემდეგ აღმოჩნდეს, როცა წყლისგან გაჟღენთილი მიწა ჩამოშლას დაიწყებს.

თოვლის დნობის შემდეგ იზრდება რისკი მეწყრული პროცესების, ღვარცოფების, წყალმოვარდნების და მდინარეების ადიდების - 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, გურიაში 1 638 ოჯახი მეწყერსაშიშ ან ეროზიულ ზონაში ცხოვრობს. ამ რისკებზე საუბარია გარემოს ეროვნული სააგენტოს გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც პირდაპირ წერია, რომ გურიაში უმაღლესი წყალდიდობა იწყება შუა მარტიდან ივნისის ბოლომდე და ასევე შემოდგომაზე. შესაბამისად, მომდევნო ორი კვირა კრიტიკულად საყურადღებო პერიოდია

ძიმითი, აკეთი, აცანა - ეს სოფლები, რომელიც ახლა დიდთოვლობას ებრძვის და შესაძლოა სხვადასხვა საშიში გეოლოგიური პროცესების წინაშე აღმოჩნდეს, ჯერ კიდევ 2023 წელს იცოდა გარემოს დაცვის სამინისტრომ და პროგნოზირებდა, რომ 2024 წელს მოსალოდნელი იყო სხვადასხვა საშიში ჰიდროლოგიური პროცესების გააქტიურება. შესაბამისად, ეს კერები კვლავ საშიშია 2025 წლისთვისაც, რადგან მეწყერსაშიში ზონა უსაფრთხო ვერ გახდება თუ პრევენციული ღონისძიებები არ გატარდა.

როგორ უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო უწყებები? - დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მოქალაქეების ევაკუაცია, დეტალურად მოხდეს უნდა პრობლემის იდენტიფიცირება და დროულად, მოკლე პერიოდში უნდა შემუშავდეს უსაფრთხოების გეგმა.  გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ სუსტი წერტილი პრევენციული ღონისძიებების არგატარებასა და დროული რეაგირებაში არ არსებობაშია - მაშინ როცა ივანიშვილის გუნდი ყიდულობს დემონსტრანტების დასარბევად წყლის ჭავლის მანქანებს, არ არსებობს თოვლმავლები, ვერტმფრენები და დრონები, რითაც თუნდაც თოვლში ჩარჩენილ მოქალაქეებს პირველადი მოხმარების ნივთებს მიაწვდიან.

რა საფრთხე გველოდება?   - ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟი