ამ დროისთვის საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 24.6%

19.09.21 12:12
ამ დროისთვის საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 24.6%

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 19 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 646 441 აცრაა ჩატარებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 945 291 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%.

სრულად ვაქცინირებულია 701 150 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.6%.

ოფიციალური ინფორმაციით, 18 სექტემბერს აიცრა 14 071 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები