ვის დავუტოვო მონასტერი, არაკაცებს? - განკვეთილი მღვდლები ეპარქიის დატოვებას არ აპირებენ

19.09.21 17:19
ვის დავუტოვო მონასტერი, არაკაცებს? - განკვეთილი მღვდლები ეპარქიის დატოვებას არ აპირებენ

ჭყონდიდის ეპისკოპოსის, მეუფე სტეფანეს, მიერ განკვეთილი ბერ-მონაზვნები ეპარქიის დატოვებას არ აპირებენ. მათი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტის გადაწყვეტილება უკანონოა და მას არ დაემორჩილებიან.

ვის უნდა დავუტოვო მონასტერი, არაკაცებს? მატყუარებს უნდა დავუტოვო მონასტერი? სანამ ცოცხალი ვიქნები ,უკან არ გადავდგამ ნაბიჯს", - ამბობს განკვეთილი ბერი, მამა ათინოგენი.

მეუფე სტეფანემ 9 სასულიერო პირი ეკლესიიდან დღეს განკვეთა და მონასტრის დასატოვებლად ვადა დღის ბოლომდე მისცა.