თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა სინდისის პატიმრებს: თქვენ მე ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გამიჩინეთ

07.03.25 00:00
თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა სინდისის პატიმრებს: თქვენ მე ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გამიჩინეთ

 

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე სინდისის პატიმრებს მიმართავს და მათ და მათ მშობლებს ამდლობას უხდის.

როგორც მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ისინი “სამართლიან და ისეთ გზაზე დგახანან, რასაც ქვეყნის გადარჩენა ჰქვია.“

თქვენ მე ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა გამიჩინეთ, დაგლოცავთ ერთ-ერთი დედა, მინდა, რომ ძალიან ამაყები იყოთ, რადგან თქვენ გაქვთ ამის საფუძველი. ჩვენ ვართ თქვენზე მლოცველები და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან თქვენ იმდენად სამართლიან და ისეთ გზაზე დგახართ, რასაც თქვენი ქვეყნის გადარჩენა ჰქვია. აფერუმ თქვენ და თქვენს მშობლებს, თქვენი გაზრდისთვის.

რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, არაფერს ვიტყვი “ოცნების“ მომხრეებზე, რომლებიც ამ საქციელებს ამართლებს და ამ საოცარ ადამიანებს ამტყუნებს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ეს რანაირად შეუძლიათ. 

ამ ბიჭებს თურმე როგორ სცდონიათ საქართველოს ისტორია, თურმე, ჩვენ რომ გვეგონა, რომ არაფერს აკეთებდნენ, როგორც სცოდნიათ და როგორ შეიყვარეს. ცრემლებამდე მივდივარ“, -ამბობს ჭოხონელიძე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები