მალე ესენი ერთმანეთის გასამართლებასაც დაიწყებენ, რადგან არ მგონია, რომ პროცესი აქ გაჩერდეს- გიორგი უშიკიშვილი

07.03.25 00:09
მალე ესენი ერთმანეთის გასამართლებასაც დაიწყებენ, რადგან არ მგონია, რომ პროცესი აქ გაჩერდეს- გიორგი უშიკიშვილი

მალე ესენი ერთმანეთის გასამართლებასაც დაიწყებენ, რადგან არ მგონია, რომ პროცესი აქ გაჩერდეს, - ამის შესახებ მომღერალმა, გიორგი უშიკიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელთათვისაც სამშობლოზე ღირებული ფული, ჩაცმა და მანქანებია.

მალე ესენი ერთმანეთის გასამართლებასაც დაიწყებენ, რადგან არ მგონია, რომ პროცესი აქ გაჩერდეს. ბავშვობიდან მძულდა ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ოჯახზე ფიქრობენ და ფულზე არიან დაახამებულები, ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად. ჩვენდა სამწუხაროდ დღესაც არიან ასეთები, მათთვის სამშობლოზე ღირებული ფული, ჩაცმა და მანქანებია.

ეს უბედურება ჩვენს თავს რაც ხდება, სწორედ აქედან გამომდინარეობს, ამ ადამიანებისთვის სამშობლოს რაღაც ღირებულება აქვს. ფული ღირს სამშობლო მათთვის, - განაცხადა უშიკიშვილმა. 

მისივე თქმით, დღეს უპირველესია ქვეყნის გადარჩენა, სინდისის პატიმრების გამოყვანა და იმ პროცესების შებრუნება იქითკენ, რომ დაიწყოს ინტეგრაცია ევროკავშრთან.

 

მსგავსი სიახლეები