გორში, ხელოვნურ ტბაში კაცის ცხედარი იპოვეს

07.03.25 10:19
გორში, ხელოვნურ ტბაში კაცის ცხედარი იპოვეს

გორში, ახალბაღის პარკის ტბაში ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 70 წელს გადაცილებული კაცია. ცხედარი წყალში მოქალაქემ შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. 

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები