“პირველებმა“ ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებული მძღოლის ვინაობა დაადგინა

07.03.25 11:22
“პირველებმა“ ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებული მძღოლის ვინაობა დაადგინა

 

 

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე დასკვნით ფაზაში გადადის- აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია მძღოლი რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ბაჩიაშვილს საუკუნის გაქცევის ორგანიზებაში დაეხმარა. 

“პირველებმა“ დაკავებული მძღოლის ვინაობა დაადგინა- ეს შოთა ქარუმიძეა. მას ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. “პირველების“ ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

ქარუმიძის ადვოკატი, ალექსანდრე ამირხანაშვილი “პირველებს“ ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მარტო მოქმედებდა და თანამზრახველი არ ჰყოლია.

ამირხანაშვილი დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ბაჩიაშვილის დაკავშირება.

ბრალს აღიარებს, აბსოლუტურად მარტო მოქმედებდა. მას ბაჩიაშვილის მამამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა შეხვედრა, მანამდე, რა თქმა უნდა, არ იცნობდა, მერე გაარკვია, რომ მამა იყო, თუმცა, შესაძლოა, ეს სწორი ინფორმაცია არ არის, რადგან ბაჩიაშვილის მამა არ უნახავს, უბრალოდ თვითონ აქვს ინფორმაცია, რამდენად სწორი ინფორმაციაა. უბრალოდ, ეჭვი აქვს, რომ ბაჩიაშვილის მამა იყო, მას თვალით არ უნახავს. პირდაპირ შეხვდა ბაჩიაშვილი, მაგრამ ისიც ვერ იცნო, ვინ იყო. არც ის იცის, სამალავი ვინ მოაწყო მანქანაში. ავტომობილი 2 დღით დატოვა საბურთალოზე და მერე მივიდა და წამოიყვანა. სამალავის შესახებ ამს შემდეგ გაიგო, რაც მისი გამოყენება მოხდა“, - ამბობს ალექსანდრე ამირხანაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, ის საკუთარ სიტყვაში იმ მტკიცებულებებს შეაფასებს, რაც ბრალდებულის წინააღმდეგ აქვთ მოპოვებული.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

 

მსგავსი სიახლეები