ნიკა კაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პაემნის უფლების გამოყენებას უზღუდავს - ოჯახი
სინდისის პატიმარს, ნიკა კაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პაემნის უფლების გამოყენებას უზღუდავს - ამის შესახებ რეჟიმის ტყვის ძმა, ლაშა კაცია სოცილაურ ქსელში წერს.
დილა კითხვით უნდა დავიწყო შიგ ხომ არ გაქვთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში? კი ვიცი რომ გაქვთ მაგრამ ვაზუსტებ მაინც. ნიკუშას დასტურს არ ეუბნებიან პაემანზე, ჩვენ ვრეკავთ ცხელ ხაზზე რომ გავარკვიოთ დრო და თარიღი და ახალი ბრძანება გვაქვს არ გავცემთ მაგ ინფორმაციასო.
კიდე ბევრი დეტალია რასაც ნიკუშას წერილებში ვკითხულობ და პორობას ვდებ მაგრად განანებთ ყოველ თქვენს საქციელს!!! ბრძოლა არის და იქნება ბოლომდე". - წერს ლაშა კაცია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.