გიორგი ბაჩიაშვილის საქმე- პროკურორმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

07.03.25 13:54
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე- პროკურორმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ყველა მტკიცებულება პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულის დამნაშავეობას და შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

“აღიარება არის ბრალდებულის, რომ ინვესტიციაში მისი წილობრივი მოცულობა მილიონნახევარი ამერიკული დოლარია“, - ამბობს სადრაძე.

ყველა მტკიცებულების დემონსტრირება მოვახდინე. რაც შეეხება ბაჩიაშვილის აღიარებას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ მისი მონაწილეობა ინვესტიციაში მილიონნახევარი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამას აღიარებს თვითონ, ეს არის დოკუმენტი, ოფიციალური თარგმანი, კითხვარი და პასუხია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ 2016 წელს  კომპანია "მიშენ გეითი" აწარმოებს კონტრაქტს. ეს არის დოკუმენტი, სადაც ბრალდებული პირდაპირ აცხადებს, რომ მან დააფინანსა მილიონნახევარი დოლარის ფარგლებში. აღიარება არის ბრალდებულის, რომ ინვესტიციაში მისი წილობრივი მოცულობა მილიონნახევარი ამერიკული დოლარია",- აცხადებს სადრაძე.

თუმცა, ადვოკატის განცხადებით, პროკურორს ორი კომპანიის სახელი ერთმანეთში ერევა და მათ საერთო მხოლოდ ერთი ასო აქვთ.

მახარაშვილი ამბობს, რომ თუ ბაჩიაშვილისგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება სურდათ, მათ მის დაკითხვაზე უარი არ უნდა ეთქვათ. 

ბაჩიაშვილს პროკურატურა ედავება, რომ მან კომპანია “ბითფურისთან“ გააფორმა კონტრაქტი და ამის შედეგად მიითვისა თანხა. ეს არის მიმოწერა “ბითსტამბთან“, აბსოლუტურად სხვა კომპანიაა და მათ შორის მსგავსება არის მხოლოდ პირველი ასო, ინგლისური „ბი“, მეტი არაფერი. საერთოდ ვერ ვხვდები ეს სენსაცია რამ გამოიწვია“, - ამბობს ლევან მახარაშვილი.

მსგავსი სიახლეები