"პირველების" ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები თურქეთში იმყოფებიან

20.09.21 21:14
"პირველების" ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები თურქეთში იმყოფებიან

სისხლიანი გარჩევა შესაძლოა, საზღვრებს გარეთ გაგრძელდეს. "პირველების" ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელები  ამ დროისათვის თურქეთში იმყოფებიან, სადაც კანონიერ ქურდებად კურთხევას ელოდებიან. არსებული ინფორმაციით, სწორედ თუქეთში იმყოფება მოკლულის მამა, კანონიერი ქურდი, გია კვარაცხელიაც. 

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულებზე ჯერჯერობით საერთაშორისო ძებნა არ გამოცხადებულა. 

ფიქრის გორაზე მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულები, აკო ჭელიძე და გიორგი კავიდლაძე მოსამართლემ დღეს პატიმრობაში გაუშვა, თუმცა რეალურად, მათი დაკავებას შსს ვერ ახერხებს. სასტიკი დანაშალის შემდეგ ქილერებმა სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალეს და ბათუმში წავიდნენ, კვალის არევის მიზნით მათ  ბორნის ბილეთები იყიდეს, თუმცა რეალურად, საქართველოს საზღვარი სარფიდან გადაკვეთეს.

დაქირავებულ მკვლელებს შემკვეთები, კანონიერი ქურდის, დათო კაკულიას შვილები მკვლელობის სანაცვლოდ ქურდებად კურთხევას შეპირდნენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები