ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევის საქმე-სასამართლოში დაკავებული მძღოლის პროცესი მიმდინარეობს

07.03.25 15:12
ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევის საქმე-სასამართლოში დაკავებული მძღოლის პროცესი მიმდინარეობს

გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევის საქმე-საქალაქო სასამართლოში 47 წლის წლის მძღოლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლემ ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

გახმაურებული გაქცევის ერთ-ერთი ფიგურანტი შოთა ქარუმიძეა. კაცი, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილს სომხეთში გადასვლაში დაეხმარა და მასთან კავშირზე ბაჩიაშვილის მამის დახმარებით გავიდა.

“პირველების“ ინფორმაციით, ქარუმიძეს გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია, ამიტომ ახლა  ყველა ელოდება, რას იტყვის დაკავებული მამაკაცი საბრალდებო სკამიდან.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის დარღვევას არ აპირებს. 

ბრალდებას დაეთანხმა, თუმცა ბრალდებულის სტატუსით, რამე კონკრეტული ინფორმაცია, ადვოკატის თანდასწრებით, მას არ მიუცია გამოძიებისთვის. მას ბაჩიაშვილის გარდა არავინ უანახავს. დღეს მსი პოზიციას ბრალტანდ აკავშირებიტ დააფიქსირებს, თუმცა იმის იქით, სასამრთლო პროცედურეაც არ ითვალისწინებს დამტებით გამოკითხვას“, - ამბობს ამირხანაშვილი.

მოსამართლე ირაკლი ხუკივაძე უკვე სხდომათა დარბაზშია. ცოტა ხანში გაირკვევა, მძღოლს, რომელიც ბაჩიაშვილს საზღვრის კვეთაში დაეხმარა, დატოვებენ თუ არა პატიმრობაში.

 

 

მსგავსი სიახლეები