ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

07.03.25 15:39
ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებულ მძღოლს, შოთა ქარუმიძეს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქმის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ადგილზე თათბირის საფუძველზე მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ითხოვდა.

როგორც საქმის პროკურორი ანი ხახანაშვილი განმარტავდა, ქარუმიძის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.

პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

შემდეგი სასამართლო პროცესი 1 მაისს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები