პაპუაშვილის შემდეგ ელჩებს კობახიძეც უპირისპირდება

07.03.25 15:56
პაპუაშვილის შემდეგ ელჩებს კობახიძეც უპირისპირდება

ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმა დიპლომატებზე გრძელდება - შალვა პაპუაშვილის შემდეგ ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებზე დასწრებით, ელჩები ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ერევიან. 

"ქართული ოცნების" პრემიერი ელჩებს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაშიც ადანაშაულებს - "დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის".

ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარემ სამიზნეში დიპლომატები ამოიღო - შალვა პაპუაშვილი სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებზე ელჩების დასწრებას თავდასხმით გამოეხმაურება და ისინი "რევიზორებად" შერაცხა. 

ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი კამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ევროპელი დიპლომატების მიზანი "ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენა და მოსამართლეების დაშინებაა". შალვა პაპუაშვილი იმასაც ამტკიცებდა, რომ უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად სხდომათა დარბაზში ყოფნა ელჩების მიერ "საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობაა".

მსგავსი სიახლეები