პროკურატურის მტკიცებით, შოთა ქარუმიძეს გიორგი ბაჩიაშვილმა, დახმარების სანაცვლოდ, 30 000 დოლარი გადაუხადა

07.03.25 17:12
პროკურატურის მტკიცებით, შოთა ქარუმიძეს გიორგი ბაჩიაშვილმა, დახმარების სანაცვლოდ, 30 000 დოლარი გადაუხადა

ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ითხოვდა.

მათი მტკიცებით, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების სანაცვლოდ შოთა ქარუმიძეს გიორგი ბაჩიაშვილმა 30 000 დოლარი გადაუხადა.

საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განმარტებით, ასევე დასადგენია დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ასევე მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, რომ დაკავებული წარსულში ძალადობრივი დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

მისი თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

2 მარტს, ბაჩიაშვილის დავალებით, წინასწარ შეთანხმებული გეგმის და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ნაყიდ ავტომანქანაში, ბაჩიაშვილის მიერვე, წინასწარ მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზრღვარზე, სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, მალულად გადაიყვანა ბლრალდებული ბაჩიაშვილი, რომელსაც არ ჰქონდა საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება და რომელმაც სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი წარადგინა. აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა, - განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებულის ადვოკატი, ალექსანდრე ამირხანაშვილი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 80 000-ლარიანი გირაოს გამოყენება იშუამდგომლა.

ბრალდების ფორმულირების 80 პროცენტი ემყარება ბლრალდებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, სხვა ღირებული მტკიცებულება საქმეში, ამ ეტაპისთვის, არ არსებობს“, - ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება მესამე პირს არსებულ საქმეში, ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილის მამას ხელს ვერ დაადებს, რადგან გამოკითხვაში აცხადებს, რომ მას ბაჩიაშვილის გარდა არავინ შეხვედრია.

სატელეფონო საუბრის დროს, როდესაც მოხდა მისი შეხვედრაზე დაბარება, ჩათვალა, რომ ეს იყო გიორგის მამა, მისი ხმის ტემბრიდან გამომდინარე“, -ამბობს ამირანაშვილი.

თავად ბრალდებულმა მცირე სიტყვით მიმართა სასამართლოს. მან მოსამართლეს განუმარტა, რომ სასამართლოსთან თანამშრომლობს და იქნებ ეს გაითვალისწინონ.

დედაჩემი არის ცუდად, ამასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ, რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი. პირიქით, წავედი თანამშრომლობაზე. მიმალვის საშიშროება არ არის," - თქვა  ქარუმიძემ.

ქარუმიძის შემდეგი სასამართლო პროცესი 1 მაისს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები