უწყვეტი პროტესტის მე-100 დღე - საქართველო მასშტაბური შეკრებისთვის ემზადება

რეპრესიების მსხვერპლი მოქალაქეები დღეს თანამოაზრეებს რუსთაველის გამზირზე დაელოდებიან. ზუსტად 20:00 საათზე, პროტესტის მეასე საღამოს, ხალხი აპირებს ივანიშვილისს რეჟიმს სათქმელი ხმამაღლა და მარტივად უთხრას, რომ რუსული დრაკონული კანონებით, მათ ვერ შეაშინებენ, რადგან მათ მხარეს სიმართლეა.
ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას. შეკრება ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილზე 18:00 საათზე დაიწყება, ამის შემდეგ კი, წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეული ლოზუნგებით მოქალაქეები მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან მივლენ.
წოლითი რეჟიმი რაც აღარ მქონდა და სიარული შევძელი, მაშინვე დავბრუნდი რუსთაველზე. მოტივი და მიზანი ამ მთავრობის იყო, რომ ხალხი შეეშინებინათ, ამას ცდილობს დღემდე, მაგრამ იმ ქმედებებით, რასაც აკეთებს, პირიქით გამოდის, უარესს იღებს, უფრო მეტი ხალხი ბრაზდება, უფრო მეტი იღვიძებს და ხვდება, რომ ეს რეჟიმი არის ძალადობრივი-ამბობს
ისტორიისთვის 100 წელიც არაფერია და ასეთ ბოროტებასთან ბრძოლისთვის ძალიან მოკლე დროა. ადამიანური გადმოსახედიდან ბევრს მივაღწიეთ. შედეგსაც გამოიღებს, რა თქმა უნდა, წვეთ-წვეთობით წყალი კლდეს ანგრევს და სიმართლე არსად იკარგება და რაღაც მომენტში ამ შედეგს ყველა ერთად ვნახავთ, - განაცხადა სანდრო ცხადაძემ.
ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის ისიც, რომ 100-დღიანი რეპრესია კიდევ უფრო გაძლიერდეს და ახალი ფორმები შემატონ, რადგან ამ სახელმწიფო მანქანისგან მე სხვა არაფერს ველოდები, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ 100 დღის შემდეგ, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ჩვენი მოქმედებებიც იქნება მრავალფეროვანი, - განაცხადა ილია ღლონტმა.
ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქციების განრიგი ასე გამოიყურება:
თბილისი
- 18:00 - აქცია/მსვლელობა: არქიტექტორები სოლიდარობისთვის! - თბილისის მერია
- 19:00 - სტუდენტების, ლექტორებისა და პროფესორების ერთობლივი აქცია/მსვლელობა - თსუ-ს პირველი კორპუსი
- 19:00 - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
- 19:00 - მსვლელობა: თავისუფლება სინდისის პატიმრებს! - პირველი არხის ეზოდან (კოსტავას 68)
- 20:00 – პროტესტის მეასე დღე: ბოლომდე! - პარლამენტთან
- 21:00 - საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ - ილიას და აკაკის ძეგლთან
- 21:30 – საჯარო დისკუსია: რუსულ რეჟიმთან ბრძოლის 100 დღე - მიღწევები, გამოწვევები, სამომავლო ნაბიჯები - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ
ახმეტა
17:00 - პროტესტი: პროტესტის 100 დღე - მერიასთან
გორი
17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! - საკრებულოს წინ
ახალციხე
18:00 - პროტესტი - შოთა რუსთაველის ძეგლთან
ბათუმი
19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
18:00 - ბრძოლა გამარჯვებამდე - სამხარეო ადმინისტრაციის წინ
თელავი
18:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის წინ
ქუთაისი
18:00 - აქ საქართველო იბრძვის! უწყვეტი პროტესტის 100 დღე! - მერიის წინ
ჩხოროწყუ
20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! - მერიის წინ