რუხაძეVSკულტურის სფერო - გაფიცული ხელოვანები "ოცნების" მინისტრს სასამართლოში, ტრაგიკომედიულ სპექტაკლზე ეპატიჟებიან

07.03.25 17:56
რუხაძეVSკულტურის სფერო - გაფიცული ხელოვანები "ოცნების" მინისტრს სასამართლოში, ტრაგიკომედიულ სპექტაკლზე ეპატიჟებიან

კულტურის ე.წ. მინისტრს გაფიცული მსახიობები პასუხობენ - თინათინ რუხაძეს, რომელმაც პროსახელისუფლებო მედიის ეთერში განაცხადა, რომ ხელოვანების გაფიცვას არ აღიარებდა, სასამართლოში, ტრაგიკომედიული სპექტაკლის სანახავად ეპატიჟებიან. 

თინათინ რუხაძეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ კულტურის სფეროში ყველაფერი რიგზეა, ხელოვანები უთვლიან, გაიზიაროს ის პასუხისმგებლობა, რომ მისივე სფეროს წარმომადგენელი, ანდრო ჭიჭინაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 

ჩემთვის ქალბატონი თინა არის ლეგიტიმური მინისტრი, რადგან 18 ოქტომბერს, არჩევნებამდე დაინიშნა და ამ კუთხით მე მასთან პრეტენზია არ მაქვს. მგონია, რომ მინისტრმა, რომელმაც იცის პრობლემის შესახებ და როცა კულტურის მინისტრად აღიქვამს თავის თავს, კულტურის სფეროს წარმომადგენელი სრულიად უდანაშაულოდ არის ციხეში. არ მგონია, რომ ასეთ დროს ვინმეს თხოვნა, ან თქმა უნდა იყოს საჭირო. მგონია, რომ პასუხისმგებლობა ამ სფეროს წარმომადგენლებზე მათაც აკისრია და უნდა აიღოს. რომ დარწმუნდეს ამ ყველაფერში, 10-ში სპექტაკლზე ვეპატიჟები". - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა. 

ორი წელია ბოიკოტს ვუცხადებთ კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს პოლიტიკას. პრაქტიკულად, 500-მდე ხელოვანის დიდი ნაწილი აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და არსად ფიქსირდება, რომ რომელიმე ჩვენგანი ამ ე.წ. მინისტრს შეხვედროდა. ადამიანი, რომელიც ქოცურმა ბანდამ ე.წ. მინისტრად დანიშნა, ვერ იქნება ლეგიტიმური მინისტრი. ის არის უზურპატორი". - განაცხადა ხელოვანმა. 

ცნობისთვის, კულტურის ე.წ. მინისტრმა, თინათინ რუხაძემ პროსახელისუფლებო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ხელოვანების გაფიცვას არ აღიარებს. 

მსგავსი სიახლეები