ბადრა გუნბა საქართველოზე: "ადრე თუ გვიან მეზობლებს რეალობის მიღება მოუწევთ"

07.03.25 17:42
ბადრა გუნბა საქართველოზე: "ადრე თუ გვიან მეზობლებს რეალობის მიღება მოუწევთ"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი საქართველოს შესახებ ამბობს, რომ "მეზობლებს მოუწევთ, გაიგონ და მიიღონ ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი, ბადრა გუნბა ამბობს, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დალაგება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. 

რაც შეეხება საქართველოს, ურთიერთქმედებების საკითხები და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის პირობებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქარტველო ნამდვილად მზად არის, ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ჩვენს მეზობლებს ადრე თუ გვიან მოუწევთ გაიგონ და მიიღონ  რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით". - განაცხადა ბადრა გუნბამ. 

მსგავსი სიახლეები