ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებული მძღოლი ციხეში გაუშვეს - რა ჩვენება მისცა 47 წლის კაცმა სასამართლოს
47 წლის ტაქსის მძღოლი დღეს ციხეში გაუშვეს, იმის მიუხედავად, რომ ბრალიც აღიარა და გაოძიებას დეტალურად აუხსნა, როგორ დატოვა საქართველო გიორგი ბაჩიაშვილმა. ტაქსის მძღოლი, რომელმაც პოლიტდევნილის საქართველოდან გაყვანა საკუთარ თავზე აიღო, პირველივე წუთიდან უყვება პოლიციას რა და როგორ მოხდა. რომ არა ის, ივანიშვილის ჯგუფი ვერასდროს გაიგებდა, რა ვითარებაში გავიდა საქართველოდან ბაჩიაშვილი.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ტაქსის მძღოლს მისი ქვეყნიდან გაყვანის სანაცვლოდ 30 ათასი დოლარი გადაუხადა თან უთხრა, რომ საქართველოში აღარ დაბრუნებულიყო და ქვეყანა დაეტოვებინა. ამ დრომდე მთავარი საგამოძიებო უწყება ვერ ამობობს, რა მტკციებულებებუი დევს საქმეში ბაჩიაშილის წინააღმდეგ და როგორ გავიდა 47 წლის ტაქსის მძღოლის კვალზე.
47 წლის ტაქსის მძღოლი ბაჩიაშვილის სსაქართველოდან გასვლის საქმეში ერთადერთი დაკავებულია. თუ პოლიციის განცხადებით ვიმსჯელებთ, ახლა გამოძიება ადგენს, რა როლი ჰქონდა ბაჩიაშვილის მამას გაქცევის ორგანიზებაში. ტაქსის მძღოლს თავაპირველად სწორედ ალექსნადრე ბაჩიაშვილი შეხვდა - ასეთია გამოძიების ვერსია, თუმცა დაკავებული ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.