თეა წულუკიანიდან თინა რუხაძემდე - კულტურის არალეგიტიმური მინისტრი გაფიცულ მსახიობებს ემუქრება

"ოცნების" კულტურის მინისტრი გაფიცულ მსახიობებს ემუქრება და აფრთხილებს, რომ მათი პროტესტი უკვალოდ არ ჩაივლის. თინათინ რუხაძე სამთავრობო არხთან ინტერვიუში საპროტესტო მანიფესტებით ქუჩაში გამოსულ მსახიობების რაოდენობა დაიწუნა და თქვა, რომ პროტესტს მხოლოდ ერთეულები შეურთდნენ და სინდისის პატიმრების ციხეში გამოკეტვის გამო ქვეყანაში ახლა მასშტაბური პროტესტი არ არის.
თეატრალური სამყაროს უპრეცედენტო ერთობას "ოცნების" მინისტრი არ აღიარებს. რუხაძე თითქოს ვერ ხედავს, რომ მსახიობები გაფიცულები არიან და მათი პროტესტის გაგრძელების შემთხვევაში, პრაქტიკულად, ხელფასის შეჩერება ემუქრება. მსახიობები მინისტრს ახსენებენ, რომ მათ ხელფასს ხალხი უხდის და არა ის ჩინოვნიკები, ვინც რეჟიმის მხარდამჭერია.
რეჟისორების ნაწილმა რუხაძის განცხადებას "სამარცვხვინო" უწოდა, რადგან რუხაძემ მისივე სფეროს წარმოამდგენლებთან რეჟიმის ტონით საუბარი აარჩია და ყველა რეალურ პრობლემაზე თვალი დახუჭა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.