"თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა" - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
პროტესტის მე-100 დღეს მოქალაქეები კვლავ ქუჩაში დგანან - თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ნაწილი ამ წუთებში "პირველ არხთან" იკრიბება. პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები კვლავ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, სინდისის პატიმრების გათავისუფლებასა და საზმაუს მიერ ხალხისთვის ეთერის დათმობას ითხოვენ.
"პირველ არხთან" შეკრებილების გეგმა შემდეგშია. მოქალაქეები აპირებენ, რომ ცოტახანში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლონ და იქიდან პროტესტის ავანგარდში მოქცეულ სხვა ადამიანებთან ერთად რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.
მე-100 დღეა. მოვიდა გაზაფხული. 100 დღე თუ ყინვას გავუძელით, კიდევ ბევრს გავუძლებთ. არ ვაპირებთ დანებებას. დღეს ჩვენთვის თემატური დღეა. "ქართული ოცნება" ჩვენ თვალწინ დემოკრატიის ჩამორღვევის გარდა, ყველაფერს რასაც მივაღწიეთ, შლის. ჩვენ ვუერთდებით ქართული განათლება საფრთხეშიას მარშს, რომელიც თსუ-დან დაიწყება. ერთად აღვნიშნავთ პროტესტის მე-100 დღეს." - განაცხადა მოქალაქემ.
ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქციების განრიგი ასე გამოიყურება:
თბილისი
- 18:00 - აქცია/მსვლელობა: არქიტექტორები სოლიდარობისთვის! - თბილისის მერია
- 19:00 - სტუდენტების, ლექტორებისა და პროფესორების ერთობლივი აქცია/მსვლელობა - თსუ-ს პირველი კორპუსი
- 19:00 - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
- 19:00 - მსვლელობა: თავისუფლება სინდისის პატიმრებს! - პირველი არხის ეზოდან (კოსტავას 68)
- 20:00 – პროტესტის მეასე დღე: ბოლომდე! - პარლამენტთან
- 21:00 - საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ - ილიას და აკაკის ძეგლთან
- 21:30 – საჯარო დისკუსია: რუსულ რეჟიმთან ბრძოლის 100 დღე - მიღწევები, გამოწვევები, სამომავლო ნაბიჯები - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ
ახმეტა
17:00 - პროტესტი: პროტესტის 100 დღე - მერიასთან
გორი
17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! - საკრებულოს წინ
ახალციხე
18:00 - პროტესტი - შოთა რუსთაველის ძეგლთან
ბათუმი
19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
18:00 - ბრძოლა გამარჯვებამდე - სამხარეო ადმინისტრაციის წინ
თელავი
18:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის წინ
ქუთაისი
18:00 - აქ საქართველო იბრძვის! უწყვეტი პროტესტის 100 დღე! - მერიის წინ
ჩხოროწყუ
20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! - მერიის წინ