ბოლომდე! - სახალხო პროტესტის მეასე დღეს ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა
ბოლომდე! - ამ სლოგანით სახალხო პროტესტის მეასე დღეს ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოდის. საპროტესტო ტალღა მოედო რეგიონებსაც: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე, თელავი, ჩხოროწყუ, ახმეტა - ყვე;გან აქციებია. "აჯანყდი!" - ამ მოწოდებით ქვეყნის დიდ და პატარ ქალაქებში ხალხი გარეთ არის გამოსული. დილიდან ყველგან ჯერ საპროტესტო ბანერები გამოჩნდა, მოგვიანებით კი ქუჩები მოქალაქეებით გადაივსო.
მხოლოდ თბილისში რამდენიმე მარში დაიწყო, რომლის ბოლო გაჩერებაც რუსთაველის გამზირი იქნება.
პარლამენტთან უკვე იმყოფება რეჟისორი დათა თავაძე. ხელოვანი ამბობს, რომ პროტესტის ხანგრძლივობამ ცხადყო, რომ ხალხი ერთიანია და ყველას თანხმდება, რომ ქვეყნის მომავალი ევროპულია, ხოლო ერთადერთი მტერი - რუსეთია.
ამ დღეებმა აჩვენა ის, რომ ჩვენ, როგორ საზოგადოება ნამდვილად ერთიანები ვართ და როგორც არ უნდა უნდოდესპროპაგანდას,რ ომ წარმოაჩინოს გახლეჩილობა ჩვენი საზოგადოების, ეს არის სიცრუე, პროპაგანდისტული ტყუილი, რომ თიტქოს ეს საზოგადოება ვერ თანხმდება რამეზე. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომავალი ევროპულია, რომ ჩვენი მტერი არის რუსეთი, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და ამაზე დავა ამ საზოგადოებას არ აქვს. მთავარი, რაც მოვიპოვეთ ამ 100 დღის განმავლობაში არის ის, რომ ჩვენ ვაჩვნეთ მთელ მსოფლიოს, რომ ეს ქვეყანა არ ეგუება იმგვარ რეჟიმებს, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, - ამბობს დათა თავაძე.
ევროპული მომავლის მცველები ამბობენ, რომ დღეს უფრო გაბრაზებულები არიან, ვიდრე პროტესტის დასაწყისში.
ასი დღის თავზე დღეს უფრო გაბრაზებული ვარ, მოტივაცია უფრო მეტი მაქვს, იმიტომ, რომ გყვავს უკანონო პატიმრები, 49 ადმაიანი, რომელიც ამ რეჟიმის ტყვეა და აუცილებლად ბოლომდე უნდა ვიდგეთ ამ ადამიანების გულისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის. მიზანი არ შეცვლილა: ახალი არცევნები და პატიმრების გათავისუფლება, - ამბობს მოქალაქე.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.