თავდასხმა "კრაბ კოფის" მეპატრონეებზე - დაკავებული 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

07.03.25 20:03
თავდასხმა "კრაბ კოფის" მეპატრონეებზე - დაკავებული 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თავდასხმა "კრაბ კოფის" მეპატრონეებზე - დაკავებული 18 წლის ამირან მასპინძელაშვილი 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

"კრაბ კოფის" ორ დამფუძნებელს ერთი დღის წინ დიღმის მასივში თავს ახალგაზრდა კაცი დაესხა. ერთ-ერთ გოგოს თქმით, მას ცხვირი აქვს გატეხილი, მეორეს კი ღრძილის მოტეხილობა აღენიშნება. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები