"ტიტუშკებს", რომლებიც აქციის მონაწილეებს მეტროში თავს დაესხნენ, სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ორ "ტიტუშკას", ვინც 16 დეკემბერს მეტროში ახალგაზრდებს თავს დაესხადა მოკვლით ემუქრებოდა - პროკურატურის ინფორმაციით, ერთ პირს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 დეკემბერს, მეტროში მგზავრობისას ბრალდებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ( ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია განცხადებაში.
16 დეკემბერს შსს-მ ორი პირი დააკავა – ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პროვოკაციას აწყობდნენ, მანამდე კი მეტროში ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.