თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! - საზმაუსთან შეკრებილებმა მსვლელობა დაიწყეს
საზმაუსთან შეკრებილები მსვლელობით თსუ-კენ დაიძრნენ, საიდანაც უკვე პროტესტის მთავარ ეპიცენტრში, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. მსვლელობას მიუყვებენ რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციის წევრები და პოლიპატიმრების ოჯახის წევრები. მათ ხელში საპროტესტო ბანერები და უკანონოდ დაკავებული ადამიანების ფოტოები უკავიათ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათ ხმას არალეგიტიმური ხელსუფლება არ შეისმენს და მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.