საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების სქემა - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების სქემა - სტუდია მონიტორის ინფორმაციით, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობასა და ფულის გათეთრებას გულისხმობს.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლცენტრს მართავს კომპანია A.K. Group, რომლის მთავარი ოფისიც თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე სუს-ის შენობიდან 500 მეტრში მდებარეობს. მათ დამატებითი ოფისი აქვთ ასევე შარტავას ქუჩაზეც.
ირკვევა, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას 6 ათასზე მეტი გაძარცვული პენსიონერისგან 35 მილიონი დოლარი აქვს მოპარული.
A.K. Group-ის მფლობელი 36 წლი მერი შოთაძეა. საერთაშორისო გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრის - აკაკი ქევხიშვილის ვინაობა დაადგინეს და მასალები პროკუტურასაც გადასცეს. ირკვევა, რომ თუ აქამდე 33 წლის ქევხიშვილი არაფერს ფლობდა, ბოლო პერიოდში მისი დედის სახელზე უკვე 2 მლნ-ზე მეტი ქონებაა გაფორმებული.
- სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება: თბილისში, სუს-ის შენობიდან 500 მეტრში ქოლ-ცენტრი არსებობდა
- გამოძიებაზე უშაობდნენ: OCCRP, ფლანგვის დეტექტორი, სტუდია მონიტორი, აი, ფაქტი. საკითხზე 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები მუშაობდნენ. გამოძიება დაფუძნებულია შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წყაროს მიერ მიწოდებულ მასალაზე. გამოძიებას კოორდინირება გაუწია OCCRP-მა, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ორგანიზაციამ.