"დიქტატორები მარცხდებიან!" - აქციები რეგიონებში
"დიქტატორები მარცხდებიან!" - თბილისის პარალელურად პროტესტია რეგიონებშიც. მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ ზუგდიდში და აცხადებენ, რომ იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და ციხიდან პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს.
ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, რა დგას დიქტატორის უკან - ფული თუ იდეოლოგია. იდეოლოგიისთვის მებრძოლი დიქტატორები ბევრად უფრო დიდხანს დიქტატორობენ, მაგრამ ადამიანს, რომელსაც საკუთარი პრივილეგია აინტერესებს და ამისთვის სჭირდება ძალაუფლება, დიდხანს ვერ გაძლებს, იმიტომ, რომ იდეოლოგიისთვის ადამიანმა შეიძ₾ება საკუთარი თავი მსხვერპლად ფასად დადოს, მაგრამ შენ გვერსიდთ რომ ფულები გააერთიანე, მსხვერპლად არავინ გამოყგვება, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას მალე გაქცევა მოუწევთ, რადგან ცხადია, რომ ხალხის პროტესტი არ ცხრება.
დარჩათ ძალიან ცოტა გაქცევადე იქ, სადაც მათი ადგილია და ეს არის რუსეთი. საქართველოს ქართველი ხალხი დაიბრუნებს და ამაზე მეტყველებს დღევანდელი დღე. ასი დღეა გასული იმ მძმე დღეებიდან,რ აც დასაწყისში იყო, როგორ უსწორდებოდნენ ადამიანებს და როგორც უსწორდებიან დღესაც. 100 დღე გარეთ ყოფნა დაუღალავად ნიშნავს ერთადერთ რამეს - იდეის გარშემო გაერთიანებულ თავისუფალ ადმაიანებს ვერ გააჩრებეს ვერავინ, - ამბობს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.
პროტესტის მეასე დღეს აქციაა ბათუმშიც. მოქალაქეები ამბობენ, რომ "ოცნებას" მიტაცებული არჩევნები და რეპრესიები არ უნდა შერჩეს.
„ოცნებამ“ არჩევნები მიიტაცა და შემდეგ დაიწყო რეპრესიები ქვეყანაშ და დღეს ჩვენ გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი. მათ შორის გვყავს ჩვენი ქალაქიდან“ მზია ამაღლობელი, თემურ ქათამაძე, ზვიად ცეცხლაძე, ანრი ქათამაძე და წარმოუდგენელია, როცა ვხედავთ, რომ ამდენი ადამიანი სიმართლისთვის, ამ ქვეყნისთვის ბრძოლისთვის დღეს არიან საპყრობილეში. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა პოლიპატიმარი გათავისუფლდეს და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, - ამბობს აქციის მონაწილე ბათუმიდან.
ვრცლად ნახეთ ნინო ღედაშვილის ჩართვაში.