თემურ ქათამაძე „ვივამედიდან“ მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში დააბრუნეს
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე კლინიკა "ვივა მედიდიდან" გაწერეს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს.
ინფორმაციას "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს.
აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.