პროტესტის მე-100 დღე - სინდისის პატიმრების მშობლები რუსთაველზე (ფოტო)
პროტესტის მე-100 დღე - დღეს, თითქმის ყველა სინდისის პატიმრის მშობლები რუსთაველის გამზირზე დგანან და შვილების გათავისუფლებას ითხოვენ.
ისინი ამბობენ, რომ ამაყი შვილების ამაყი მშობლები არიან, არ დაიღლებიან და ბოლომდე იბრძოლებენ.
პროტესტის მეასე დღეს თბილისში პროტესტი რამდენიმე ლოკაციაზე იყო, შემდეგ ყველა მარში გაერთიანდა და მსვლელობით რუსტაველის გამზირზე მივიდა.