პროტესტის მე-100 დღე - პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

07.03.25 22:19
პროტესტის მე-100 დღე - პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ მსვლელობით დაიძრნენ. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მათ სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზება დახვდათ. გომელაურის პოლიციის თანამშრომლები ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებზე რიგებად დგანან. 

"საქართველო ადექი", "ცეცხლი  ოლიგარქიას" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. მათ ადგილზე საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. 

დღეს უწყვეტი პროტესტის მეასე დღეა.

 

მსგავსი სიახლეები