ის ვაჟკაცი 49 პატიმარი ზის ციხეში და ესენი პარლამენტში, დროა ადგილები გაცვალონ - პაატა ბურჭულაძე
ის ვაჟკაცი 49 პატიმარი ზის ციხეში და ესენი პარლამენტში, დროა ადგილები გაცვალონ - ამის შესახებ "პირველებთან" პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მსოფლიო ბანმა, რომელიც პროტესტის მეასე დღესაც ქუჩაში დგას, რუსთაველის გამზირიდან მიმართა სინდისის პატიმრებს და უთხრა, რომ ყოველი პროტესტის დღე მათ ვაჟკაცობას და გამძლეობას ეძღვნება.
წარმოიდგინეთ, ის ქვეყანა რა ქვეყნაა, ასეთი ხალხი, როგორიც ის 49 პატიმარია, ზის ციხეში და ესენი სხედან პარლამენტში. მემგონი, დროული იქნება, რომ ამათმა ადგილები გაცვალონ. იმიტომ, რომ სწორედ ესენი არიან, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას და ასეთი ვაჟკაცი და პატრიოტი ბიჭები სხედან ციხეში. მივმართავ მათ, ჩვენ აქ ყოველდღე რომ ვდგავართ გეძღვნებათ თქვენ და თქვენს ვაჟკაცობას. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ჩვენთვის ზიხართ ციხეში. ბოროტება დიდხანს ვერ გაძლებს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.