პროტესტის მე-100 დღე საქართველოში - შვედეთის საგარეო განცხადებას ავრცელებს

პროტესტის მე-100 დღე საქართველოში - შვედეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს და "ოცნებას" მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები და კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.
„დღეს საქართველოში პროტესტის მე-100 დღეა, მიუხედავად ძალადობისა, დაპატიმრებებისა და ახალი საკანონმდებლო შეზღუდვების. შვედეთი აგრძელებს ყველა ქართველის უფლების მხარდაჭერას, რომ ჰქონდეთ გამოხატვისა და მშვიდობიანად შეკრების თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს და ადამიანის უფლებების პატივისცემა უზრუნველყოს,” - ნათქვამია განცხადებაში.