დაპირისპირება ჩიტაძის ქუჩაზე - გდდ-ს თანამშრომლები აქციის ქალ მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებენ (ვიდეო)
დაპირისპირება ჩიტაძის ქუჩაზე - გდდ-ს თანამშრომლები აქციის ქალ მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებენ. ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნათია გაბრავა ავრცელებს.
კადრებში ასევე ჩანს, რომ ხარებას რაზმის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალს ფიზიკურადაც ეხება და ეჯაჯგურება.
რამდენიმე გოგო ვსაუბრობდით ჩიტაძის ქუჩაზე, უცებ გამოდიან კანცელარიის კარიდან ხარებას ბიჭები, გვიყურებენ და გვაგინებენ.
მერე, რაც მოხდა ვიდეოში ჩანს.
ესენი არიან სახედფარული მონები, არაადამიანები და უზრდელები!"- წერს ნათია გაბრავა.