"აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან, EU-ის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები "ოცნებას" - იუკნევიჩიანე
"აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან, EU-ის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები "ოცნებას" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ 100 დღე-ღამის განმავლობაში ათასობით ქართველი გამოდის საკუთარი მომავლისთვის.
"ქართველებს ევროპა ისევე სჭირდებათ, როგორც ევროპას საქართველო. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაღები დემოკრატიული საქართველოა. მოქმედების დრო ახლაა. აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან, ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ორმხრივი სანქციები ["ქართული ოცნებას]. ყოველი უმოქმედობის დღე ავტორიტარიზმს აძლიერებს. ზამთრის ცივი, 100 დღე-ღამის განმავლობაში ათასობით ქართველი ქუჩაში გამოდის საკუთარი მომავლისთვის საბრძოლველად.
მათი მოთხოვნები ნათელია: - ახალი დემოკრატიული არჩევნები - პროევროპული გზა - ავტორიტარული მმართველობის დასასრული - რეპრესიების დასრულება".- წერს ევროპარლამენტარი X-ზე.