"ძლიერი საქართველოს" წევრები გაათავისუფლეს - ირაკლი კურპაძის პირველი კომენტარი
"ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და კოალიციის წევრები ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ოთო ფარულავა გაათავისუფლეს. როგორც კუპრაძე "პირველებთან" ამბობს, ისინი ლაზერის გამო დააკავეს, რომელსაც პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ.
ივანიშვილს ეშინია ლაზერის. ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ ლაზერი არის დაკავებული. უნდა ითქვას, რომ კარგი პოლიციელები შეგვხდნენ, რომლებსაც ცუდი დავალების შესრულება უწევთ. მე ვუსურვებ მათ და სხვა სამართალდამცველებს, რომ მსგავსი დავალებები არ არსებობდეს. საქმის წარმოება დაიწყო, მაგრამ რა ტიპის ჯერ არ ვიცით", - ამბობს კუპრაძე.