დილიდან დაგვყვება მანქანა სახეზე ხელაფარებული "ჯიგრებით" - ჩიკვაიძე წერს, რომ უთვალთვალებენ

08.03.25 12:02
დილიდან დაგვყვება მანქანა სახეზე ხელაფარებული "ჯიგრებით" - ჩიკვაიძე წერს, რომ უთვალთვალებენ

გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც ივანიშვილის რეჟიმი ბიზნესტერორში ამხილა, სოციალურ ქსელში წერს, რომ უთვალთვალებენ.

მისივე ცნობით, მერსედესის მარკის ავტომობილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთანაც შეამჩნია და ამავდროულად, მთელი დილაა გზად დაყვება. 

BF-854-BF, ეს მანქანა თავის სახეზე ხელაფარებული "ჯიგრებით" დილიდან დაგვყვება და სახლთანც დგას, როცა მანქანას ვაჩერებთ!" - წერს ჩიკვაიძე. 

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

  • 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“  გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა. 

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები