"რეპრესიული კანონები დამფრთხალი რეჟიმის გამოვლინებაა" - თავაძე
"რეპრესიული კანონები დამფრთხალი რეჟიმის გამოვლინებაა" - ამის შესახებ რეჟისორმა დათა თავაძემ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების საპასუხოდ განაცხადა.
რეჟისორი ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დრაკონულ კანონებს, ხელოვანების დაშინების მცდელობას და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაჯარიმებას, საზოგადოება პროტესტით უნდა დაუპირისპირდეს.
რეპრესიები არის ინსტრუმენტი, რომლითაც ას-დღიანი პროტესტის და მეტ-დღიანი პროტესტის ჩახშობის მცდელობა აქვთ. რეზულტატი ჩვენი არ არის ის, რომ რეპრესიული კანონები მიიღეს ქვეყანაში. ჩვენი რეზულტატი არის ყოვლისმომცველი პროტესტი. რეპრესიული კანონები იქნება ეს თუ დრაკონული კანონები, რომლებსაც იღებენ, ხელოვანების დაშინების მცდელობები თუ ა.შ. არის მხოლოდ და მხოლოდ სახის გამოვლენა დამფრთხალი რეჟიმის", - ამბობს დათა თავაძე.
საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება - საჯარო დადგენილების თანახმად, 17 მარტიდან თბილისის მერიაში მინიმუმ 17 ადამიანით ნაკლები იმუშავებს. საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ, 17-მა ადამიანმა შემთხვევით გაიგო, რომ მერიაში აღარ მუშაობს. ზოგიერთ მათგანს მიზეზად შტატების შემცირება დაუსახელეს. ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არც კი გააფრთხილეს, ამიტომ იძულებულები დარჩნენ საკუთარი სახელები და გვარები საშტატო ნუსხის დოკუმენტში მოეძებნათ.
გათავისუფლებული თანამშრომლები საჯარო მოხელეების განცხადების ხელმომწერები არიან. ისინი "რეორგანიზაციას" მხოლოდ იმას უკავშირებენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, კონსტიტუციის ერთგულები დარჩნენ და ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე დადგნენ.