საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08.03.25 15:55
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 15:28 საათზე, თიანეთთან მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, მიწიძვრა იყო სომხეთშიც, საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრის დაშორებით. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.