მედია: გორთან, მთის ფერდობზე ხანძარია
გორთან ახლოს მთის ფერდობზე ხანძარია - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ქართლის ამბები" ავრცელებს.
მათი ცნობით, ხანძარი სოფელ ხიდისთავის სასაფლაოს სიახლოვიდან იწყება. ცეცხლი ხე-ბუჩქნარს მოედო. ტერიტორიასთან კერძო კომპანიის კაკლის ბაღებია.