"აუცილებელია პარლამენტთან დგომა, რუსთველის გამზირი არ უნდა გაგრილდეს" - თავართქილაძე
კინორეჟისორი გიორგი თავართქილაძე უწყვეტი პროტესტის აუცილებლობაზე საუბროს და აცხადებს, რომ ყოველდღიურად რუსთაველზე დგომა და ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კულტურის სფეროს წარმომადგენლის თქმით, მთავარია "ქართული ოცნების" რეპრესიულ კანონებს ხალხი არ დაემორჩილოს და არ აღიაროს.
აუცილებელია რუსთველზე დგომა, იმიტომ რომ ფრონტის წინა ხაზი ეს არის რუსთაველის გამზირი. რუსთველის გამზირი არ უნდა გაგრილდეს. თუ აჯარიმებენ ერთს. მე მზად ვარ, რომ დამაჯარიმონ. ვიღაცას თუ სამსახურიდანა აგდებენ მისი თანამშრომელი უნდა ფიქრობდეს, რომ ხვალაც გააგდებენ. უნდა ავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვიხდით ჯარიმებს, ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ეს არის სასამართლო. ყველა ვიაზრებთ, რომ ეს არ არის ხელისუფლება", - ამბობს გიორგი თავართქილაძე.