უწყვეტი პროტესტის 101-ე დღე - მარშების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

08.03.25 17:23
უწყვეტი პროტესტის 101-ე დღე - მარშების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

უწყვეტი პროტესტის 101-ე დღე საქართველოში - მარშების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ევროპული მომავლის მცველები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით გადიან.

თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები კვლავ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზეც შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. 

მარშს რეჟისორი დათა თავაძეც უერთდება. როგორც ის ამბობს, ქართველი ხალხი უკან არ დაიხევს იქამდე, სანამ "ქართული ოცნება" მათ პირობებს არ დაემორჩილება. 

ეს ხალხი არის მზად, რომ იდგეს სულ და სანამ არ მიაღწევს იმ მიზანს, რომელიც მათ აქვთ. ჩვენ თვითონ შეგვიძლია, რომ ჩვენი თავი შევაგულიანოთ ამ ასი დღით, რომ ჩვენ ამდენი დღე გვაქვს გამძლეობა, ასე მყარად ვდგავართ ჩვენს პრინციპებზე და გარკვეულ გაფრთხილებასავით უნდა გამოდგეს ხელისუფლების მსგავსი ინდიკატისთვის კრიმინალურისთვის, რომელიც მმართავს ამ ქვეყანას, რომ ეს ხალხი უკან არ იხევს", - ამბობს დათა თავაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 8 მარტს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. დედაქალაქში დემონსტრანტები 19:30 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

  • ქუთაისში მოქალაქეები 19:00 საათზე, მე-3 სკოლასთან შეიკრიბებიან. ბათუმში 18:00 საათზე, მემედ აბაშიძის 48 (გაზეთ "ბათუმელების" ოფისთან). 

ფოტო: არქივიდან