"ქალები რეჟიმის წინააღმდეგ" - ბათუმში ქალთა მარში მიმდინარეობს

08.03.25 19:11
"ქალები რეჟიმის წინააღმდეგ" - ბათუმში ქალთა მარში მიმდინარეობს

"ქალები რეჟიმის წინააღმდეგ" - ამ სახელწოდებით ბათუმში ქალთა მარში მიმდინარეობს.

მსვლელობა აქციის მონაწილეებმა გამოცემა "ბათუმელების" ოფისიდან დაიწყეს, სწორედ იქიდან, სადაც მუშაობდა დაკავებამდე მზია ამაღლლობელი - რეჟიმის ქალი პოლიტიკური პატიმარი. 

დღევანდელი მარშები არამარტო ბათუმში, არამედ თბილისშიც ეძღვნება ჟურნალისტ მზია ამაღლობელს.