ქალების მარშის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე სიმბოლურად "გისოსები" მიიტანეს
ქალების მარშის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე სიმბოლურად "გისოსები" მიიტანეს - სწორედ ამ გისოსებით დაიძრებიან აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ.
ჩვენი პოლიტპატიმრები დღეს სწორედ ამ გისოსების მიღმა სხედან - ამბობს თეონა ჭალიძე.
ამ რეჟიმის დამარცხებაში ქალები დიდ წვლილს შევიტანთ. ჩვენ მარშს გავუძღვებით გისოსებით, რომელიც იქნება სიმბოლო იმისა, როგორ ცდილობს ოლიგარქიული რეჟიმი, რომ დაგვატყვევოს. ჩვენი პოლიტპატიმრები დღეს სწორედ ასეთი ფორმით არიან დატყვევებულები და ამ გისოსების მიღმა სხედან და ბოლო იქნება კულმინაცია, რასაც ნახავთ თქვენ ამ პერფომანსთან დაკავშირებით", - ამბობს აქტივისტი თეონა ჭალიძე.
ფოტო: რადიოთავისუფლება