ბიზნესმენი ჩიკვაიძე რეჟიმს უკანონო თვალთვალში ამხელს (ვიდეო)
გიორგი ჩიკვაიძე ირწმუნება, რომ მას ივანიშვილის დავალებით უთვალთვალებენ. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს. კადრებში, რომელიც ღამის საათებშია გადაღებული, რამდენიმე პირი ჩანს, რომელთაც ჩიკვაიძე ეკითხება: "რატომ დამდევთ?" უცნობები კითხვას არ პასუხობენ და შემთხვევის ადგილს დაუყოვნებლივ ავტომობილით ტოვებენ.
ჩიკვაიძე წერს, რომ მასზე თვალთვალში რეჟიმმა 8 ავტომობილი და 21 კაცი გამოიყენა.
მოკლედ, მეგობრებო, გიზიარებთ ღამის ნადირობის შედეგებს, სადაც საქართველოს "მაღალინტელექტუალური სამართალდამცავები" არიან მსხვერპლის როლში! დღეს ბორიას რეჟიმმა ჩემზე დევნაში გამოიყენა 8 მანქანა და 21 კაცი, ეს რისი იდენტიფიცირებაც შევძელი! ვვარაუდობ, შემდეგი დღეები უფრო შთამბეჭდავი იქნება. ისე სიმართლე გითხრათ სანამ ქოცი ვიყავი, განსხვავებით პროკურატურისგან, თქვენ ბოსებო, გრიგოლ და ვახტანგ, ცოტა "დასტოინ" ტიპებად მიმაჩნდით, ფაქტია, ამ უმწეოების შემხედვარე მაშინაც ვცდებოდი.
P.s. ნადირობის ლოკაციები ვერაზე ჩემ მშობლებთან და დიღომში, - წერს ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში.