"ჩემი ლიკვიდაცია შედეგს არ მოგიტანთ" - გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ მასზე თავდასხმა იგეგმება

09.03.25 11:16
"ჩემი ლიკვიდაცია შედეგს არ მოგიტანთ" - გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ მასზე თავდასხმა იგეგმება

გიორგი ჩიკვაიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის რეჟიმი მასზე თავდასხმას გეგმავს. ამის შესახებ მან "პირველებთან" ისაუბრა. ბიზნესმენი ამბობს, რომ მხოლოდ გუშინ მას 14 ავტომობილი და 29 პირი დაჰყვებოდა. 

ჩიკვაიძე "ოცნებას" და ოლიგარქს მიმართავს და ამბობს, რომ მისი ლიკვიდაცია მათ შედეგს არ მოუტანს, რადგან სიმართლე მაინც გაცხადდება. მისი თქმით, საუბარია ივანიშვილის და გენრპოკურორ გაბიტაშვილის მჭიდრო კავშირებზე რუსეთის დაზვერვასთან.

რეჟიმმა გამოიყენა მთლიანობაში თუ ჩავთვლით გუშინდელ დღეს, ღამის სამ საათამდე, სანამ მათზე ვაწარმოებდი დაკვირვებას, ეს იყო 14 მანქანა და 29 ადამიანი, ვისი იდენტიფიცირებას შევძელი და გამოვავლინეთ. საოცარი ის არის, რომ როდესაც ერთი მანქანის და მასში მსხდომების იდენტიფიცირებას ვახდენთ, პირველი, რასაც აკეთბენ, იმალავენ სახეს და ამის შემდეგ ქრებიან. 5 წუთში ჩნდება ახალი მანქანა ახალი პირებით. იმ ლოკაციებზე, სადაც მივდივართ, უკვე გვხვდება დაახლოებით 5-6 ადმაიანი ანუ განაწილებულები არიან პერიმეტრზე.

დაგეგმილია გარკვეული, არ ვიცი, ამას რა დავარქვა, თავდასხმის ელემენტები. მე ვიცი, რატომაც არიან ისინი ასე შეშინებულები და რატომ ვერ ითმენენ ციხემდე. მერწმუნეთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მინდა, ისევ მივმართო ამ რეჟიმს და ბორია ივანიშვილს, ჩემი ლიკვიდაცია არანაირ შედეგს არ მოგიტანთ, საზოგადოება გაიგებს ყველაფერს თუ რამდენად მჭიდრო ხართ გადამბული რუსეთის დაზვერვასთან, ვინ ხელმძღვანელობს ამას და როგორ ახერხებთ ამას საქართველოში. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილეა ქვეყნის გენერალური პროკურორი კორუმპირებული, კრიმინალი გიორგი გაბიტაშვილი.

იქ, სადაც გეგმავენ ისინი ამ ყველაფერს, იქ იყო გაჟღერებული ფრაზა, რომ „ამ დროს რომ შემოგვაკვდეს, მერე რა ვქნათ?!“ აი, ეს ინფორმაცია მაქვს, - ამბობს ჩიკვაიძე „პირველებთან“ საუბრისას. 
 

შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

  • 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“  გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა. 

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა. 

 

მსგავსი სიახლეები