ქვეყანა კიდევ ერთმა აქტივისტმა დატოვა - ვახო სებისკვერაძე რეჟიმის მხრიდან ტერორზე ალაპარაკდა

09.03.25 11:37
ქვეყანა კიდევ ერთმა აქტივისტმა დატოვა - ვახო სებისკვერაძე რეჟიმის მხრიდან ტერორზე ალაპარაკდა

სანდრო ქინქლაძის შემდეგ ქვეყანა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ვახო სებისკვერაძემაც დატოვა. აქტივისტი "პირველებს" უყვება, რომ სამშობლოდან წასვლა მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რადგან ცხადი იყო, რომ მასზე უწყვეტი თვალთვალი და ადევნება ხორციელდებოდა.  

იძულებული გავხდი, ჩემს მეუღლესთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა, რადგან ბოლო პერიოდში უკვე აშკარად ხდებოდა თვალთვალი, ადევნება. ეს ხდებოდა, დაახლოებით, სასტიკი ღამეების პერიოდიდან გამომდინარე. მაგ პერიოდშიც მომიწია 3-4 დღით ქალაქიდან გასვლა, ცოტა რომ გავრიდებოდი ამ გარემოს, თუმცა დაბრუნების შემდეგ ისევ გაგრძელდა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა ან სამსახურის შემდეგ რომ მოვდიოდი გვიან პერიოდში შკოდებით გამოყოლა. რამდენჯერმე შევამოწმე კიდეც, რომ ხომ ნამდვილად მე მომყვებოდნენ და დადასტურდა კიდეც ეს ფაქტი ჩემი შემოწმებებით. მუქარა, დარეკვები არ ყოფილა, ტუმცა ფაქტი იყო, რომ შკოდები, რომლებიც ყოველ საღამოს მაცილებდნენ, აშკარად იყო, ჩემზე ახდენდნენ დევნას, ამიტომ ეს ყველაფერი სახიფათო იყო ჩემი ოჯახისთვის და ჩემთვის.

სებისკვერაძე თანამებრძლებს უწყვეტი ბრძოლისთვის მადლობას უხდის და მათ გამძლეობას უსურვებს.  

მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ. მე მალე დავბრუნდები, იქამდე კი გამძლეობას ვუსურვებ და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის, - ამბობს ვახი სებისკვერაძე. 
 

შეგახსენებთ, რომ აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ ქვეყანა დატოვა.სამოქალაქო აქტივისტი ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე წერს. ქვეყნის ევროპული და თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდა იტყობინება, რომ გადაწყვეტილება მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

აქტივისტი ვრცელი პოსტით ივანიშვილის რეჟიმს ტერორშიც ადანაშაულებს და წერს, რომ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები