თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები პოლიციამ 5000-5000 ლარით დააჯარიმა
თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები პოლიციამ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სამართალდამცველები სასწავლებელთან უკვე მეორედ, მოულოდნელად გამოჩნდნენ. მიზეზი ახალი რეპრესიული კანონია, რომლის თანახმადაც შენობაში აქციის გამართვა იკრძალება.
გვითხრეს, რო უნივერსიტეტის შიგნით არ შეიძლება პროტესტი. რადგან ჩვენ არ ვემორჩილებით იმას, რასაც ადმინისტრაცია გვთხოვს, ამის გამო დაგვაჯარიმეს ყველა 5 ათასი ლარით. ფიზიკურად ვერ გავჩერდებით იმ პატარა ოთახში ამდენი ადამიანი. არანაირი პირობა არ არის იქ, რომ გავჩერდეთ და არც არის ეს უნივერსიტეტის ტერიტორია, ეს სასწავლო თეატრია, იქ გაპროტესტებსა აზრიც არ აქვს. ჩვენთვის ეს არ იყო ისაღები, უარი ვუთხარით და გვითხრეს, რომ მაშინ ჯარიმას დაგიწერთო, - ამბობს გაფიცული სტუდენტი.
წინააღმდეგობის მიუხედავად, დაჯარიმებულმა სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის შიდა სივრცე ისევ დაიკავეს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და არც მათ დაკავებას გამორიცხავენ.
პარალელურად, ახალგაზრდებს შენობის გარეთ სოლიდარობას უცხადბენ პროფესიონალი მსახიობებიც.
ეს არის პირადად ჩემთვის ამაზრზენი, რასაც აკეთებს უნივერსიტეტის „ხელმძღვანელობა“. ესენი არიან ხელდასმული პოლიტხელმძღვანელები. უნდა გიჩნდებოდეს შენ თვითონ სურვლი, რომ მომავალ მსახიობებს გვერდით დაუდგე, რომც არ ეთანხმებოდე მათ სულისკვეთებას. ის, რომ კიდევ ზევიდან ჩაგრო ისინი, ეს არის ძალიან არასწორი საქციელი, - მაბობს დავით ბეშიტაიშვილი.
რეჟიმი უნივერსიტეტების პროტესტის მონაწილე სტუდენტებისგან დაცლას მოტყუებით ცდილობს. თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც უწყვეტი პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები ორ თვეზე მეტია ღამეებს ათენებენ, დღეს ტერიტორიის შესაწამლად ისე შევიდნენ, რომ არავინ გაუფრთხილებიათ. ევროპული მომავლის მცველ ახალგაზრდებს უთხრეს, რომ სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ და შენობა დაეცალათ.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა შენობის დატოვებაზე უარი თქვეს, ადმინისტრაციამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ვიტარებაში გარკვევის შემდეგ პოლიციამ გაფიცულებს გაფრთხილება მისცა და ტერიტორია დატოვა, თუმცა მალევე ადგილზე სამართალდამცველები ისევ გამოჩნდნენ.