ჩიკვაიძეზე ადევნება და სახლში შეჭრა - ბიზნესმენმა განცხადებით საგურამოს პოლიციას მიმართა
გიორგი ჩიკვაიძე მასზე ადევნების და სახლში შეჭრის საქმეზე საგურამოს პოლიციის განყოფილებაში მივიდა. ბიზნესმენი გამომძიებლებს დღეს მომხდარის შესახებ უყვება და ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას აჩვენებს.
პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე ჩიკვაიძემ "პირველებს" უთხრა, რომ თვალთვალის ობიექტი არა მხოლოდ ის, არამედ მისი ოჯახის წევრებიც არიან.
მაინტერესებდა, ეს სიგიჟე სადამდე მივიდოდა და ჩემს მეგობარს ვუთხარი ტელეფონზე, რომ სახლიდან გავედი, მე ვუთხარი, რომ კარი ვერ ჩავკეტე, გასაღები ვერ ვიპოვე, კამერებიც გათიშულია და ძალიან ვნერვიულობ, საგურამოს ცენტრში ვარ-თქო. 15 წუთში ზუსტად კარი იღება და ვეკითხები, რომ „შენ ხარ,-თქო?’“ - ჩემს მეგობარს. ამის გაგონებაზე გიჟებივით, ყაჩაღებივით გამოვვარდნენ, ჩახტნენ მანქანაში, ჩვენი მანქანით გავეკიდეთ და საგურამოს ცენტრში რომ ვეღარ გაგვასწრეს საცობების გამო, ამ ადამიანებს მივუახლოვდით და ვეუბნები, რომ „ითხარით, ჩემს სახლში რა გინდოდათ ორ ნიღბიან ადამიანს?“
დედაჩემმა დაახლოებით 20 წუთის წინ დამირეკა და მითხრა, რომ აი, სადარბაზოდან გამოვედი და ორი ადამიანი აშკარად მე მომყვება. ეს უკვე დევნის სპეცოპერაცია აღარ არის. ადამიანებთან იდენტიფიცირებას ვუკეთებ და ახლოს მივდივართ, სახეზე ხელს იფარებენ, ნიღბებს იკეთებენ და გარბიან. თუ ისინი სამართლებრივად მოქმედებენ, მაჩენონ თავისი ქსივა, მითხრან,რ ომ დაგდევ იმიტომ, რომ სპეცოპერაციაზე ვარ, - ამბობს ჩიკვაიძე.
გიორგი ჩიკვაიძის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ. ბიზნესმენი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ადგილზე მისი გამოჩენისთანავე უცხო პირები გაიქცნენ.