"სტარლინკის" სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია - თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება - მასკი
"სტარლინკის" სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია - თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება" - ეს განცხადება ილონ მასკმა გააკეთა. ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მმართველი პლატფორმა იქსზე წერს, რო უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს. ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირის განცხადებაში გამოყენებულია სიტყვები - "მშვიდობა ახლავე".
„რაც გულს მირევს, არის წლების ხოცვა-ჟლეტა ჩიხში, რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს. ვისაც ნამდვილად აინტერესებს, ნამდვილად ფიქრობს და ნამდვილად ესმის, სურს ხორცსაკეპი მანქანის გაჩერება. მშვიდობა ახლავე!!“, - წერს მასკი.