პროტესტის მონაწილე სტუდენტებს პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის შენობის დატოვება აიძულა

09.03.25 17:45
პროტესტის მონაწილე სტუდენტებს პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის შენობის დატოვება აიძულა

ხმაური თეტრალურთან - სასწავლებელში მესამედ მისულმა პოლიციამ სტუდენტებს შენობის დატოვება აიძულა. სამართალდამცველებმა ახალგარზრდებს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუკი შენობას არ დატოვებდნენ, მათ დააკავებდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროოში ახალგაზრდები ისევ სასწავლებლის ადმინისტრაციამ დაასმინა.რექტორი ამტკიცებს, რომ პროტესტი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.

შენობიდან გამოძევებული სტუდენტები ამბობენ, რომ მათი ბრძოლა გრძელდება და ის ბევრად უფრო მძაფრი იქნება.

ძალიან ბევრი მანიპულაციით თუ სხვადასხვა ხერხით გვაიძულეს უნივერსიტეტის დატოვება. ჩვენი პროტრესტის ფორმები იქნება ბევრად უფრო მძაფრი, ვიდრე აქამდე იყო, - ამბობენ სტუდენტები. 

თეატრალურთან ისევ იმყოფებიან მსახიობები, რომლებიც სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ. ნინო კასრაძე პირდაპირ ამბობს, რომ უნივერსიტეტსი ადმინისტრაცია და პოლიცია ძალადობრივად მოქმედებენ. 

ეს არის ძალადობრივი ენა. ის, რაც არის ახლა გაბატონებული საერთოდ ქვეყანაში, ზუსტად ასეთი ენაა. სტუდენტები უკვე მესამე თვეა აპროტესტებენ ფოიეში მიმდინარე მოვლენებს. ეს რომ ვიღაცას გაუკვირდება, რომ სტუდენტს აქვს პროტესტი. ადმინისტრაციას ამოუვიდა ყელში, მიაჩნიათ, რომ თვალში აქვთ გაჩხერილი ეს პლაკატი, პატიმრების სახელები და გვარები, მიაჩნიათ, რომ ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი. დღეს გადაწყვიტეს და აღასრულეს თავისი გადაწყვეტილება. მუხტი არსად არ წავა, სხვა ფორმებს მიმართავენ, - ამბობს კასრაძე. 

იწყება პროცესი კანონების აღსრულების, რომელიც დაგვიანონსეს, რომელიც მიიღეს ამ უახლოეს პერიოდში, რომეილც არის განზრახული იმისთვის,რ ომ ყველანაირი პროტესტის ჩაქრეს და ჩაიხშოს. ამის აღსრულების პროცესში ვართ, იმაზე, რაზეც ჩვენ ამ მთელი პერიოდის განმავლობაში ვიძახდით, რომ არ უნდა დადგეს ასეთი დღე, რომ ამ კანონებმა იმოქმედოს. უკვე მესამედ მოვიდა პოლიცია, მათ ჯარიმები გამოუწერეს, ახლა უკვე დაჭერითაც დაემუქრნენ, - ამბობს მსახიობი ზაალ ჩიქობავა.  

შეგახსენებთ, რომ დღეს თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. ადმინისტრაციამ მიზეზად სადეზინფექციო სამუშაოები დაასახელა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა შენობის დატოვებაზე უარი თქვეს, ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა. სამართალდამველებმა ახალგაზრდები 5 000 - 5 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ამის შემდეგაც ახალგაზრდებმა სასწავლების სივრცე არ დატოვეს.